კითხვა
ძაღლის და კატის ენდო პარაზიტები. რამდენად სახიფათოა ის ცხოველებისთვის და ადამიანებისთვის?
პასუხი
ძაღლისა და კატის ჰელმინტები რა თქმა უნდა საშიშია ცხოველის ჯანმრთელობისთვის. ინვაზიის დროსაც კი ცხოველის ორგანიზმში ხდება ღვიძლის ფუნქციის მოშლა, იმუნიტეტის დაქვეითება, ირღვევა ცილის ცვლა ორგანიზმში და მისი სინთეზი ღვიძლში. ამ დროს საბრთხე ემუქრება არა მარტო ცხოველს არამედ მის მფლობელსაც. სტატისტიკურად ცხოველების 60% სხეულის ზედაპირზე ატარებს მსხვილი ჰელმინტების კვერცხებს, რომელთა მოხვედრაც ადამიანის ორგანიზმში მივყავართ შინაგანი ორგანოების დაზიანებამდე.
ჩვენ გირჩევთ პროფილაქტიკური მიზნით ძაღლების დეჰელმინტიზაციის ჩატარებას ყოველკვარტალურად, ასევე ვაქცინაცია დართვამდე და მშობიარობამდე 10 დღით ადრე.





