ვეტცენტრი AIBO

ქირურგია

კლინიკა Aibo-ს ქირურგები ყოველთვის მზად არიან გაუწიონ პროფესიონალური და მაღალკვალიფიციური დახმარება თქვენს შინაურ ცხოველებს დაგეგმილი და სასწრაფო ოპერაციის დროს, ხელმძღვანელობენ რა ჰიპოკრატეს მთავარი პრინციპით “Noli nocere” (არ ავნო)!
      ჩვენ მზად ვართ გასაგებად ავხსნათ ყველა ჩატარებული მანიპულაციის მნიშვნელობა და დეტალურად განვიხილოთ ის მომენტები რომელსაც შეუძლიათ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიონ ოპერაციის შემდგომ პერიოდზე და მიიყვანონ გამოჯანმრთელებამდე თქვენი ოთხფეხა მეგობარი.
      ოპერაციის ჩასატარებლად კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და ყველა საჭირო ხელსაწყოებით რომელთა მეშვეობით იზრდება ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების დონე.
      ქირურგიული ჩარევის გარდა (როგორიც არის, ოპერაციის ჩატარება თავის ქალის არეში, მუცლის და ბაყვების არეში, ხერხემალზე, კიდურებზე და ა.შ.)  ჩვენი სპეციალისტები ფლობენ მნიშვნელოვან გამოცდილებას პათოლოგიის კონსერვატიულ მკურნალობაში, ამისთვის იყენებენ ფარმაკოლოგიურ საშუალებებს, რომლებიც არის ეფექტური და ამავდროულად უსაფრთხო პაციენტისთვის.
       ცხოველის მფლობელი აუცილებლად უნდა აცნობიერებდეს, რომ სრული ანესთეზია (ნარკოზი) და ოპერატიული ჩარევა დაკავშირებულია გარკვეული ხარისხის რისკთან ცხოველისათვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოპერაციის შემდგომი გართულებები ან ოპერაციის არასასურველი შედეგი, ამიტომ ოპერაციის წინ ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნარკოზი ცხოველს არ მიაყენებს ზიანს.

სიის გადახედვა