ძაღლის მოვლა პირველ ყოვლისა მდგომარეობს იმაში, რომ ყურადღება მივაქციოთ მის ჯანმრთელობას და ჩავატაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები: ყოველწლიური ვაქცინაცია, რეგულარული დეჰელმინტიზაცია, ექტოპარაზიტების წინააღმდეგ დამუშავება, ვეტერინართან ყოველწლიური გასინჯვა და აუცილებლობის შემთხვევაში ვეტერინართან ვიზიტი. ამის გარდა აუცილებელია ჰიგიენური პროცედურების ჩატარება. ამასთან დაკავშირებით მფლობელს უჩნდება პრობლემები როგორც დროის მხრივ, ასევე ტრანსპორტირების მხრივ.
ვეტერინარული კლინიკა Aibo გთავაზობთ ახალ მომსახურებას, რომელიც მოაგვარებს მფლობელის პრობლემებს და დაზოგავს დროს.
თქვენ კრეფთ ჩვენს ნომერს 911-253 და ჩვენ მოგვყავს თქვენი ძაღლი, ვატარებთ ყველა საჭირო პროცედურას და ვაბრუნებთ ცხოველს უკან მფლობელთან.
კლინიკა Aibo-ს სიახლე-ტრანსპორტით მომსახურება- ეს არის პატრონის პრობლემის მოგვარება, ასევე მოვლილი და ჯანმრთელი შინაური ცხოველი.





