032 2 911 253
სულხან ცინცაძის N45
კარდიოლოგია
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკ-ქვეშ არიან ზრდასრული და ხანდაზმული შინაური ცხოველები, თუმცა პრობლემები შესაძლოა აღმოაჩნდეთ ახალგაზრდა ცხოველებსაც.
თქვენ გჭირდებათ კარდიოლოგთან ვიზიტი, თუ:
-
ცხოველი მალე იღლება სეირნობის დროს
-
ცხოველს აღენიშნება ხველა
-
ცხოველს აღენიშნება ქოშინი და შებერილი მუცელი
-
ცხოველს არ სურს სეირნობა, სირბილი, კიბეებზე ასვლა
-
ცხოველი სუნთქავს ღია პირით
კარდიოლოგიური პროცედურები
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი კარდიოლოგიური სერვისები:
კონსულტაცია კარდიოლოგთან
ექოკარდიოგრაფია
ელექტროკარდიოგრამა
-
-
პროფილაქტიკური კარდიოლოგია
რა უნდა ვიცოდეთ პროფილაქტიკური კარდიოლოგიის შესახებ?
- ზოგიერთი ცხოველი ჯიშიდან გამომდინარე დაბადებიდანვე მიდრეკილია გულის დაავადებებისადმი. რისკის კატეგორიაში შედის კორგი, კინგ ჩარლზ სპანიელი;
- ზოგიერთი ჯიშის ძაღლს აღენიშნება საშისი არითმიები. რისკის კატეგორიაში შედის დობერმანი, ნაგაზი და ბოქსიორი.
- ზოგიერთი ჯიშის კატას შესაძლებელია განუვითარდეს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია. რისკის კატეგორიაში შედის ბრიტანული, სფინქსი და მეინ კუნი.
- 7 წელზე უფროსი ასაკის პატარა ჯიშის ძაღლებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ გულის შემოწმება;
- აუცილებელია ცხოველის გულის შემოწმება ყოველწლიურად (5 წლის ასაკიდან) და ყოველი ანესთეზიის წინ.