032 2 911 253
S. TSINTSADZE N45
დერმატოლოგია
შინაურ ცხოველებში კანისა და ბეწვის პრობლემების გამოკვლევა და მკურნალობა
კანის პრობლემები - ვეტერინართან ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ძუძუმწოვრების ეს ყველაზე დიდი ორგანო ხომ ბევრ დაავადებას ექვემდებარება. დერმატოლოგიური პათოლოგიების გარდა, ხშირად კანის მდგომარეობა შინაური ცხოველის შინაგანი ორგანოების მდგომარეობის მაჩვენებელია.
თქვენ გჭირდებათ დერმატოლოგთან ვიზიტი, თუ:
-
ცხოველი ხშირად/მუდმივად იქავებს
-
ცხოველი ხშირად ილოკავს კანს/თათებს
-
ცხოველს აქვს გაწითლებული კანი
-
ცხოველს აქვს გამონაყარი და ანთება კანზე
-
ცხოველის ბეწვი შეთხელებულია
-
ცხოველს ბეწვი ინტენსიურად სცვივა
7. ცხოველს აღენიშნება უხვი რაოდენობით ქერტლი
8. ცხოველს აღმოაჩნდა წანაზარდი კანზე
9. ცხოველს აღენიშნება უსიამოვნო სუნი
დერმატოლოგიური პროცედურები
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი დერმატოლოგიური სერვისები:
კონსულტაცია დერმატოლოგთან
ანაფხეკი კანიდან (შემოწმება კანქვეშა პარაზიტებზე - დემოდეკოზი, სარკოპტოზი, ხეილეტიოზი)
ნაცხი ყურიდან (შემოწმება ოტოდექტოზზე)
კანის დათვალიერება ვუდის ლამფით
დერმატოციტოლოგიური კვლევა - ბაქტერიულ და სოკოვან ფლორაზე, ატიპიაზე
დერმატოციტოლოგიური კვლევა - პლაზმოციტომა, ჰისტოციტომა, მასტოციტომა