top of page

ვიზუალური დიაგნოსტიკა

უმაღლესი ხარისხის ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები

ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი ექსპერტული კლასის აპარატურითა და პროფესიონალი სპეციალისტებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა. ვატარებთ ექოსკოპიურ და რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს. ვიზუალური დიაგნოსტიკის ეს კვლევები შესაძლებელია გაკეთდეს ნებისმიერ დროს, წინასწარი ჩაწერის გარეშე.

happy-munsterlander-dog-against-white-background-2021-10-20-00-28-37-utc_edited.png

ექოსკოპია

noun-ultrasound-5817425-FFFFFF.png

ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოიყენება შინაგანი ორგანოების ფორმის და აგებულების, ასევე ფუნქციის შესაფასებლად. მისი მეშვეობით შესაძლებელია კენჭების, სიმსივნეების, სითხოვანი წარმონაქმნების (კისტა, აბსცესი, ჰემატომა) აღმოჩენა პაციენტის ორგანიზმში, ანთებითი და მოცულობითი პროცესების პროცესების დადასტურება ან გამორიცხვა.

 

ულტრაბგერითი კვლევა გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ დაზიანების ხარისხი და მოცულობა, ასევე განვსაზღვროთ დაავადების პროგნოზი, მკურნალობის მეთოდები და შესაძლებლობები.

ნინო გაბეჩავა
გოგა ქანაშვილი

რენტგენოგრაფია

noun-xray-3811571-FFFFFF.png

ვიზუალური დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ზუსტი და არაინვაზიური მეთოდია. ცხოველის სხეულში გამავალი რენტგენის სხივები გვაძლევს ორგანოებისა და ქსოვილების მაღალხარისხოვან გამოსახულებას კასეტაზე.

 

აღნიშნული მეთოდი შეუცვლელია ძვლების მოტეხილობების, ამოვარდნილობების, სახსრების და ხერხემლის დაზიანებების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების (დისპლაზია, ოსტეოართროზი, სიმსივნეები) დროს, ფილტვების და გულმკერდის ღრუს სხვა ორგანოების (ტრაქეა, ბრონქები) დაავადებების შემთხვევაში.

 

ამ მეთოდით ხდება ასევე კუჭის მწვავე გაგანიერების და შემოგრეხვის დიფერენცირება. გულის დაავადებების შემთხვევაში - გამოსახულებაზე არსებული გულის და მსხვილი სისხლძარღვების სილუეტისა და ფორმის მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ არსებულ დაზიანებებზე.

 

ჩვენს კლინიკაში რენტგენოლოგიური კვლევისთვის გამოიყენება კომპიუტერული რადიოგრაფიის ვეტერინარული სისტემა FireCR, 3DISC, რაც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ მაქსიმალურად მკაფიო და ზუსტი გამოსახულება.

bottom of page