top of page

ჩვენ შესახებ

ზრუნვა

პასუხისმგებლობა

პროფესიონალიზმი

ისტორია

ვეტერინარული კლინიკა აიბო პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს 2002 წლიდან ითვლის, როდესაც თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ერთ პატარა ფლიგელში ფუნქციონირებდა მეცნიერებათა დოქტორის ალექსანდრე ქანაშვილის ვეტერინარული კლინიკა. იმ წლებიდანვე ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა, სადაც ყველაფერი იქნებოდა გათვალისწინებული ცხოველებისა და მათი მფლობელების კომფორტისთვის.

2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ჩვენი კლინიკა სრულიად განადგურდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ დავნებდით და ყველაფერი თავიდან დავიწყეთ იმისათვის, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ შეგვეჩერებინა. დღესდღეობით, შეგვიძლია ვიამაყოთ მიღწეული შედეგით, რაც მაღალკვალიფიცური სპეციალისტებითა და უახლესი აპარატურით დაკომპლექტებულ თანამედროვე და ევროპულ სტანდარტებზე აგებულ ვეტერინარულ კლინიკას ნიშნავს.

 

ვეტერინარულ კლინიკა აიბოში პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში მიიღონ სრული ვეტერინარული მომსახურება. 22 წლიანი გამოცდილების ფარგლებში, ჩატარებული გვაქვს 35,000 წარმატებული ოპერაცია და გადარჩენილი გვაქვს 180,000-ზე მეტი სიცოცხლე.

 

ცხოველების, საკუთარი საქმის და გუნდის მიმართ სიყვარული მთავარი მოტივაციაა, რომლითაც ნებისმიერ გამოწვევას ვუმკლავდებით. კლინიკის განვითარებასთან ერთად, ვრჩებით ჩვენი მისიის ერთგულნი - შევთავაზოთ და განვახორციელოთ უმაღლესი ხარისხის ვეტერინარული მომსახურება.

1 დღე
ვეტერინარულ კლინიკა აიბოში

ჩვენი მისია:






უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის ვეტერინარული დახმარება თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის

noun-healthcare-1171341-0076BE.png

ჩვენი მაქსის კლინიკა წარმატებები მთელ გუნდს. პირველია თბილისში თავისი პროფესიონალიზმით და მცოდნე ვეტ ექიმებით.

 

მადლობა ასეთი თავდაუზოგავი შრომისთვის.

- ლიზა მ.

noun-feedback-5704383-64C5B4.png

რატომ აიბო?

bottom of page